ბუფონი - იტალიის სპორტის ახალი მინისტრი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონი - იტალიის სპორტის ახალი მინისტრი?


ბუფონი - იტალიის სპორტის ახალი მინისტრი?

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, შესაძლოა იტალიის სპორტის მინისტრი გახდეს.

ამის შესახებ იტალიელმა ხელოვნებათმცოდნემ და მწერალმა, ვიტორიო სგარბიმ, ისაუბრა, რომელიც პოლიტიკიური პარტია "აღორძინების" ხელმძღვანელია და არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას.

"თუ არჩევნებს მოვიგებთ, მაშინ იტალიის სპორტის ახალი მინისტრი ბუფონი იქნება. ჯანლუიჯი გენიალური ადამიანია, რომელიც ეროვნულ ნაკრებში უკვე წლებია თამაშობს და კარიერას მალე დაასრულებს. ის ხელოვნებითა და პოლიტიკით არის დაინტერესებული.

ბუფონი დააინტერესდა წინადადებით, რომელიც მას შევთავაზეთ. მას შევხვდი კიდეც და მხარდაჭერაც მივიღე", - განაცხადა სგარბიმ.

39 წლის იტალიელი გოლკიპერი კარიერის დასრულებას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აპირებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ჯანლუიჯი ბუფონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები