ლინეკერი: "რონალდუ არ დამიმცირებია. მესი შევაქე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლინეკერი: "რონალდუ არ დამიმცირებია. მესი შევაქე"


ლინეკერი:

ინგლისის ნაკრების ექს-თავდამსხმელი, გარი ლინეკერი არგენტინის ნაკრების ფორვარდ ლიონელ მესით აღფრთოვანებულია.

მოგეხსენებათ, გუშინ არგენტინელებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ეკვადორი (3:1) სწორედ მესის ჰეთ თრიქის წყალობით დაამარცხეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა სოციალური ქსელის ერთ-ერთ წარმომადგენელს უპასუხა, რომელმაც დაწერა, რომ "ლინეკერი რონალდუს ამცირებს". თავის მხრივ, გარიმ თავის გვერდზე შემდეგნაირი განცხადება გააკეთა: "რონალდუ არ დამიმცირებია. მესი შევაქე".

აქამდე, ლინეკერი "ბარსელონას" ლიდერის შესანიშნავ თამაშს ასე გამოეხმაურა: "თუ იგი ყველა დროის საუკეთესო არ არის, მაშინ მე დაწყევლილი ქათამი ვყოფილვარ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები