რა ხდება არგენტინის ნაკრებში? - ბოლო 11 თვეა მესის გარდა გოლი არავის გაუტანია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რა ხდება არგენტინის ნაკრებში? - ბოლო 11 თვეა მესის გარდა გოლი არავის გაუტანია


რა ხდება არგენტინის ნაკრებში? - ბოლო 11 თვეა მესის გარდა გოლი არავის გაუტანია
არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ექვს ოფიციალურ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა: ოთხი ბურთი ლეო მესის ანგარიშზეა, ერთი კი - ავტოგოლი.

მესის გარდა რომელიმე სხვამ ბოლოს 2016 წლის ნოემბერში გაიტანა. მაშინ არგენტინელებმა კოლუმბია ანგარიშით 3:0 გაანადგურეს. ერთ-ერთი გოლი "ბარსელონას" ფორვარდმა შეაგდო, თითოჯერ კი თავი ანხელ დი მარიამ და ლუკას პრატომ გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, მესიმ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ეკვადორთან (3:1) ჰეთ თრიქი შეასრულა.

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, არგენტინელებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს და მუნდიალის საგზური გაინაღდეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები