დაასრულებს თუ არა კაკა კარიერას? - ბრაზილიელმა განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დაასრულებს თუ არა კაკა კარიერას? - ბრაზილიელმა განცხადება გააკეთა


დაასრულებს თუ არა კაკა კარიერას? - ბრაზილიელმა განცხადება გააკეთა

"ორლანდო სიტის" ნახევარმცველმა, კაკამ მიგვანიშნა, რომ კარიერის დასრულებაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და 2007 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელმა თქვა, რომ წლის ბოლოს კლუბს დატოვებს, ფეხბურთისგან კი სიამოვნებას ვეღარ იღებს.

"მინდა განვაცხადო, რომ "ორლანდო სიტისთან" კონტრაქტს არ გავახანგრძლივებ", - ციტირებს კაკას სიტყვებს Football Italia.

"ეს ისაა, რისი თქმაც მინდა. "ორლანდო სიტიში" სეზონის ბოლომდე ვითამაშებ".

კაკას კარიერის განმავლობაში ისეთი გუნდების ღირსება დაუცვია, როგორებიც "სან პაულო", "მილანი" და "რეალი" არიან. ბრაზილიის ნაკრებში მას 92 მატჩი აქვს ჩატარებული და 29 გოლი გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები