სკანდალი? - რონალდუს დედას და დას კრიშტიანუს მეგობარ გოგონასთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სკანდალი? - რონალდუს დედას და დას კრიშტიანუს მეგობარ გოგონასთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ


სკანდალი? - რონალდუს დედას და დას კრიშტიანუს მეგობარ გოგონასთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "რეალის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს დედასა და დას მოდელ ჯორჯინა როდრიგესთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS იუწყება, ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი მაგალითი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალიასა და შვეიცარიას (2:0) შორის გამართულ შეხვედრაში მომხდარი ფაქტია.

ზემოთაღნიშნულ შეხვედრაში ჯორჯინა, რომელიც რონალდუსგან გოგონას ელოდება, ტრიბუნაზე ფეხბურთელის დედის, დოლორეს ავეირუსა და მისი დის, კატია ავეიროს შუაში იჯდა.

პორტუგალიელთა მეორე გოლის შემდეგ, დოლორესი და კატია ერთმანეთს სიხარულით ჩაეხუტნენ, ხოლო მათ შორის მჯდომ ჯორჯინას ყურადღებაც კი არ მიაქციეს.

ეს ქალებს შორის დაძაბული ურთიერთობის დამამტკიცებელი პირველი მაგალითი არ გახლავთ. რონალდუმ აქამდე თქვა, რომ თუ მას გოგონა ეყოლება, დედის საპატივსაცემოდ მის სახელს დაარქმევს. თუმცა, პრესის ცნობით, ფეხბურთელის მომავალ გოგონას მისი შეყვარებულის სახელს დაარქმევენ - ჯორჯინას.

შეგახსენებთ, პორტუგალიამ შვეიცარიელების დამარცხებით 2018 წლის მუნდიალის ფინალური სტადიის საგზური გაინაღდა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები