ბარსელონა სიურპრიზებს ამზადებს: "მზად ვართ, ზამთარში ნებისმიერი ფეხბურთელი შევიძინოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა სიურპრიზებს ამზადებს: "მზად ვართ, ზამთარში ნებისმიერი ფეხბურთელი შევიძინოთ"


ბარსელონა სიურპრიზებს ამზადებს:
"ბარსელონას" გენერალური დირექტორის, ოსკარ გრაუს განცხადებით, გუნდის ხელმძღვანელობას უნდა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრები" მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანები იყვნენ.

გარდა ამისა, გრაუმ დაამატა, რომ კატალონიური კლუბი მზადაა ზამთარში ნებისმიერი ფეხბურთელი დაიმატოს.

"მზად ვართ იანვარში კოუტინიო ან ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი შევიძინოთ", - ციტირებს გრაუს სიტყვებს ESPNFC.

"გვინდა, ყველაზე კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს. ფეხბურთელებს შევიძენთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არავის გავყიდით".

"კლუბი ძალიან კარგ ფინანსურ მდგომარეობაშია. ყველაფერს ჭკვიანურად ვაკეთებთ. გვსურს, "ბარსელონა" მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი იყოს", - დასძინა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დირექტორმა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები