გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთში კიდევ ერთი გოლი გაიტანა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთში კიდევ ერთი გოლი გაიტანა [VIDEO]


გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთში კიდევ ერთი გოლი გაიტანა [VIDEO]
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ლორკასა" და "სარაგოსას" შორის.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მეორე ტაიმის სტარტზე კი ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. თავი როსმა გამოიჩინა.

ამ მატჩს საბოლოო წერტილი 81-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი პაპუნაშვილმა დაუსვა, რომელმაც "ლორკას" მეორე გოლი გაუტანა.

9 ტურის შემდეგ, პაპუნაშვილის "სარაგოსას" 12 ქულა აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს.

პაპუნაშვილს "სარაგოსაში" უკვე 3 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ეს გოლი ლა ლიგა 2-ში მისთვის სადებიუტო იყო.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები