ვიდალმა გადაწყვეტილება შეიცვალა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვიდალმა გადაწყვეტილება შეიცვალა


ვიდალმა გადაწყვეტილება შეიცვალა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ჩილეს ნაკრები ბრაზილიასთან დამარცხდა და მუნდიალზე ვერ გავიდა.

მატჩის შემდეგ, ჩილეს ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა არტურო ვიდალმა სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა, თუმცა გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა.

"ჩილელი გულშემატკივრის მსგავსად, მეც ძალიან შეწუხებული ვარ, რომ ოცნება ვერ ავიხდინეთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავედით, თუმცა ყველაფერი შეცდომებზე ისწავლება.

ყველაფერი გავაკეთეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ, რათა დასახული გეგმა შეგვესრულებინა, მაგრამ ეს დასასრული არ არის და ჯერ ყველაფერი წინაა.

მზად ვარ, ნებისმიერ დროს დავეხმარო ჩილეს ნაკრებს, როცა მათ დავჭირდები და თუ კიდევ გამომიძახებენ ნაკრებში, სიამოვნებით ვითამაშებ", - აცხადებს ვიდალი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები