აგუერო: "მესი სიტიში ერთი მიზეზის გამო არ გადმოვა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აგუერო: "მესი სიტიში ერთი მიზეზის გამო არ გადმოვა"


აგუერო:
არგენტინელმა თავდამსხმელმა კუნ აგუერომ ლეო მესის "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"ფული ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ, ის ჩვენთან ერთი მიზეზის გამო არ გადმოვა. მესი, რონალდუ და სხვა ფეხბურთელები თავიანთი გუნდების სიმბოლოები არიან და რთულია, მათ კლუბი დატოვონ.

ბედნიერი ვიქნებოდი, თუმცა მესი სიტიში ითამაშებდა, თუმცა მისი გადმობირება ადვილი არ არის", - აცხადებს აგუერო.

შეგახსენებთ, რომ მესის ჰეთ-თრიკის წყალობით, არგენტინის ნაკრებმა ეკვადორი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები