ბაბი: "დე ხეა რომ ლივერპულის მეკარე იყოს, ეს გუნდი პრემიერ ლიგას მოიგებდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაბი: "დე ხეა რომ ლივერპულის მეკარე იყოს, ეს გუნდი პრემიერ ლიგას მოიგებდა"


ბაბი:
საინტერესო განცხადება გააკეთა "ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ფილ ბაბმა, რომელმაც "იუნაიტედის" კიპერზე, დავიდ დე ხეაზე ისაუბრა.

"დე ხეა ფანტასტიური მეკარეა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამ სეზონში მან უკვე 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

ვფიქრობ, ახლა რომ დე ხეა ლივერპულის მეკარე იყოს, გუნდი ბევრად კარგად ითამაშებდა და პრემიერ ლიგასაც მოიგებდა", - აცხადებს ბაბი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეხვდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები