ლუკას მოურა: "ჩემი მიზანი პსჟ-ს ძირითადში დაბრუნებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუკას მოურა: "ჩემი მიზანი პსჟ-ს ძირითადში დაბრუნებაა"


ლუკას მოურა:
ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ "პსჟ"-ს ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუკას მოურა ზამთარში "არსენალში" გადავა.

თუმცა ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა უარჰყო და ამაზე საჯარო განცხადება გააკეთა.

"ბევრი პრობლემის შემდეგ, ვცდილობ კარგ ფიზიკურ კონდინციებში ვიყო. ვითამაშებ თუ არა ბრაზილიის ნაკრებში, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, პსჟ-დან წასვლას არ ვაპირებ და ვცდილობ, რომ კარგი თამაშით ძირითადში დავიბრუნო ადგილი", - აცხადებს მოურა.

მას შემდეგ, რაც გუნდში ნეიმარი და მბაპე მოვიდნენ, ლუკას მოურას მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები