ნაჩო გონსალესი: „პაპუნაშვილი სწორ გზაზეა“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაჩო გონსალესი: „პაპუნაშვილი სწორ გზაზეა“


ნაჩო გონსალესი: „პაპუნაშვილი სწორ გზაზეა“
ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა სეგუნდა დივიზიონში თავისი პირველი გოლი ლორკას გაუტანა, ხოლო მისმა სარაგოსამ მეტოქეს სტუმრად 2:0 აჯობა.

მატჩის შემდეგ სარაგოსელთა მთავარმა მწვრთნელმა, ნაჩო გონსალესმა პაპუნაშვილზე ისაუბრა.

_ პაპუს ადაპტაციის პროცესი საკმაოდ რთული გამოდგა და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. გუნდში დამკვიდრებაში ეს გოლი ძალიან დაეხმარება. პაპუნაშვილი ყველაფერს აკეთებს ამისთვის. რაც მთავარია, სწორ გზაზეა და ამით ბედნიერი ვარ, _ განაცხადა გონსალესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები