მოურინიო: "ფელაინისა და ლუკაკუს ტრავმების გამო არ ვტირი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო: "ფელაინისა და ლუკაკუს ტრავმების გამო არ ვტირი"


მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მარუან ფელაინისა და რომელუ ლუკაკუს ტრავმების გამო იმედგაცრუებული არ გახლავთ.

პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, ამჟამად ტირილის საფუძველი არ არსებობს.

"ეს ჩემთვის ან გუნდისთვის დარტყმა არ არის", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Daily Mail.

"ტრავმის გამო არ ვტირი. მაშინ ვტირით, როცა დარტყმას გვაყენებენ. ახლა კი ტირილის საფუძველი არ გვაქვს".

"ვიმედოვნებ, სხვა ფეხბურთელები დაგვეხმარებიან. ლუკაკუ? თუ იგი ვერ ითამაშებს, მის ადგილს სხვა ფეხბურთელი დაიკავებს", - დასძინა "განსაკუთრებულმა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები