აზარის მოულოდნელი განცხადება: "უახლოეს მატჩებში ცუდად ვითამაშებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აზარის მოულოდნელი განცხადება: "უახლოეს მატჩებში ცუდად ვითამაშებ"


აზარის მოულოდნელი განცხადება:
"ჩელსისა" და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა, ედენ აზარმა გულშემატკივრები გააფრთხილა, რომ ტრავმის შემდეგ, ფორმის აღსადგენად დრო დასჭირდება.

შეგახსენებთ, ფეხბურთელმა კოჭის ტრავმის გამო დაახლოებით სამ თვემდე იუქმა. დაშავებამდე ედენმა კლუბის მაისურით 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"ტრავმის შემდეგ დაბრუნება ყოველთვის რთულია, მაგრამ ეს გავაკეთე", - ციტირებს აზარის სიტყვებს Evening Standard.

"ზაფხულში ვვარჯიშობდი, მაგრამ უახლოეს მატჩებში ცუდად ვითამაშებ. უბრალოდ ფეხბურთის თამაში არ მინდა, საუკეთესო ფორმას უნდა დავუბრუნდე", - დასძინა "არისტოკრატთა" ლიდერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები