ინგლისის ნაკრებისა და არსენალის ექს-ფეხბურთელმა 49 წლის ასაკში კარიერა განაახლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინგლისის ნაკრებისა და არსენალის ექს-ფეხბურთელმა 49 წლის ასაკში კარიერა განაახლა


ინგლისის ნაკრებისა და არსენალის ექს-ფეხბურთელმა 49 წლის ასაკში კარიერა განაახლა
ინგლისის ნაკრებისა და "არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ მერსონმა 49 წლის ასაკში კარიერის განახლება გადაწყვიტა, იუწყება BBC.

მერსონმა "კერაუსთან" გააფორმა კონტრაქტი, რომელიც უელსის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს.

სავარაუდოდ, ახალ გუნდში პოლი პირველ შეხვედრას 18 ოქტომბერს გამართავს.

შეგახსენებთ, თავისი კარიერის მანძილზე მერსონმა "არსენალთან" ერთად თასების თასი, ინგლისის თასი და ლიგის თასი მოიგო, გარდა ამისა, ინგლისის ნაკრების რიგებში 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

ბოლოს ვეტერანი ინგლისელი "ტამუორტის" ღირსებას იცავდა, რომელიც ინგლისის მეხუთე დივიზიონში გამოდიოდა. პოლმა კარიერა 2006 წელს დაასრულა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები