ჟიული: "მბაპე უფრო პროფესიონალია, ვიდრე თავის დროზე მის ასაკში მესი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟიული: "მბაპე უფრო პროფესიონალია, ვიდრე თავის დროზე მის ასაკში მესი იყო"


ჟიული:
"პსჟ"-ს, "მონაკოსა" და "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი, ლუდოვიკ ჟიული მიიჩნევს, რომ პარიზელთა 18 წლის ფორვარდი, კილიან მბაპე უფრო პროფესიონალია, ვიდრე ლიონელ მესი თავის დროზე მის ასაკში.

ჟიულის თქმით, ახალგაზრდა ფრანგს დიდი მომავალი აქვს.

"კილიანი უდიდეს პოტენციალს ფლობს", - ციტირებს ჟიულის სიტყვებს RMC.

"მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა დიდი ფეხბურთელი გახდეს. პროფესიონალია, ძლიერი ადამიანი".

"მბაპემ "პსჟ" განვითარებისთვის აირჩია. იგი უფრო პროფესიონალია, ვიდრე მესი მის ასაკში თავის დროზე, უკეთესად იცის, როგორც აკონტროლოს თავისი სხეული".

"კილიანმა შესანიშნავად იცნობს საკუთარ თავს და ძალების აღდგენა იცის", - დასძინა ლუდოვიკმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები