როგორ დასაჯეს სელტიკის გულშემატკივარი, რომელიც მბაპეს თავს დაესხა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როგორ დასაჯეს სელტიკის გულშემატკივარი, რომელიც მბაპეს თავს დაესხა?


როგორ დასაჯეს სელტიკის გულშემატკივარი, რომელიც მბაპეს თავს დაესხა?
შოტლანდიის სასამართლომ "სელტიკის" გულშემატკივარს, ჯონ ჰატონს სტადიონებზე შესვლა ოთხი წლით აუკრძალა.

21 წლის ფანი იმის გამო დაისაჯა, რომ "პსჟ"-ს ფორვარდს, კილიან მბაპეს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში თავს დაესხა.

შეგახსენებთ, ზემოთნახსენები დაპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.

გარდა ამისა, ჰატონს, რომელმაც აღიარა, რომ ჯერ კიდევ იმ დღის დილას ნასვამი გახლდათ, საზოგადოებრივ სამსახურში 160 საათის შესრულება მოუწევს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები