შევჩენკო მილანის მწვრთნელად? - უკრაინელმა განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შევჩენკო მილანის მწვრთნელად? - უკრაინელმა განცხადება გააკეთა


შევჩენკო მილანის მწვრთნელად? - უკრაინელმა განცხადება გააკეთა
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით "მილანის" გაწვრთნის შესაძლებლობაზე არ ფიქრობს.

უკრაინელი სპეციალისტის თქმით, "როსონერის" ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ერთად საკუთარი თამაშის გაუმჯობესება შეუძლია.

"გუნდი შენდება, მისი ლიდერი ჯერ კიდევ არ გარკვეულა", - ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

"მილანის" ჩაბარება? სამუშაო მაქვს, ბევრი სამუშაო, ეს კი მომწონს. უკრაინის ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული, მინდა განვვითარდე".

"ვიმედოვნებ, უკრაინის ნაკრებს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიყვან. ესაა ჩემი მომავალი", - დასძინა "მილანის" ექს-ფეხბურთელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები