ლივერპული მზადაა ზამთარში კოუტინიო ბარსელონაში გაყიდოს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლივერპული მზადაა ზამთარში კოუტინიო ბარსელონაში გაყიდოს!


ლივერპული მზადაა ზამთარში კოუტინიო ბარსელონაში გაყიდოს!
"ლივერპული" მზადაა ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "ბარსელონაში" გაუშვას, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.

25 წლის ფეხბურთელი კლუბის ხელმძღვანელებს შეუთანხმდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები მისაღებ წინადადებას გააკეთებენ, მერსისაიდელები მას წასვლის ნებას მისცემენ.

სანაცვლოდ ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულის" მაისურით თამაშს დათანხმდა, ასე რომ იგი "ბარსელონაში" გადასვლის შემთხვევაში მერსისაიდელთა წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, ზაფხულში "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ჰავბეკის დამატება სამჯერ სცადეს, თუმცა ინგლისელებმა სამივე შეთავაზებაზე უარი თქვეს.

მოგვიანებით, "ბარსელონას" გენერალურმა დირექტორმა, ოსკარ გრაუმ განაცხადა, რომ კლუბი ზამთარში კოუტინიოს შეძენას ეცდება.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები