ლაიფციგი 2015 წელს მბაპეს შეძენასთან იყო ახლოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაიფციგი 2015 წელს მბაპეს შეძენასთან იყო ახლოს


ლაიფციგი 2015 წელს მბაპეს შეძენასთან იყო ახლოს
"ლაიფციგის" სპორტულმა დირექტორმა, რალფ რანგნიკმა განაცხადა, რომ მისი კლუბი 2015 წელს "მონაკოდან" თავდამსხმელ კილიან მბაპეს ყიდვას ცდილობდა.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დაწყების წინ 18 წლის ფრანგი იჯარის წესით "პსჟ"-ში გადავიდა, რომელსაც მომავალ ზაფხულს ფეხბურთელის 160 მილიონ ევროდ შესყიდვა შეეძლება.

"მბაპეს საქმე პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო", - ციტირებს რანგნიკის სიტყვებს Bild.

"პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ კლუბს მაშინ 2015 წლის ზამთრის შესვენების შემდეგ მწვრთნელი შეეცვალა. არ ვიცოდით, თუ ვინ გახდებოდა ახალი თავკაცი".

"მბაპეს მამამ მითხრა, რომ თუ ახალი მწვრთნელის ვინაობა გარკვეული იყო, მენდობოდა. ეს ყველაფერი თებერვალში მოხდა, თუმცა პასუხის გაცემა ჯერ კიდევ არ შემეძლო", - დასძინა გერმანული კლუბის ფუნქციონერმა.


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები