ბარსელონა კამპ ნოუს სახელს უცვლის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა კამპ ნოუს სახელს უცვლის


ბარსელონა კამპ ნოუს სახელს უცვლის
"ბარსელონა" საშინაო სტადიონ "კამპ ნოუს" სახელწოდების შეცვლას გეგმავს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Sport.

კლუბი ეძებს სპონსორს, რათა 2018 წელს სტადიონის სახელწოდების შეცვლის თაობაზე უფლება მოიპოვოს.

კატალონიელთა ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. ვარაუდობენ, რომ ისინი აღნიშნული გარიგებისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფენ.

ცნობისთვის, "ლურჯ-ბროწეულისფერები" რეკონსტრუქციის ჩატარებასა და სტადიონის ტევადობის 105 ათას ადამიანამდე გაზრდას აპირებენ.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები