კარვახალი გამოჯანმრთელდა, თუმცა ჯერ კიდევ საავადმყოფოშია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კარვახალი გამოჯანმრთელდა, თუმცა ჯერ კიდევ საავადმყოფოშია


კარვახალი გამოჯანმრთელდა, თუმცა ჯერ კიდევ საავადმყოფოშია
"რეალის" მცველი, დანიელ კარვახალი ვირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელდა, რომელიც გავლენას პერიკარდიუმის მუშაობაზე ახდენდა, იუწყება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, ფეხბურთელი საავადმყოფოში რჩება.

ოქტომბრის თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 წლის ესპანელს დაახლოებით 2 თვის გამოტოვება მოუწევს.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო კარვახალი ესპანეთის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ალბანეთთან და ისრაელთან გამართულ შეხვედრებში ვერ დაეხმარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები