სანჩესი და ოზილი არსენალს ზამთარში დატოვებენ? - ვენგერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სანჩესი და ოზილი არსენალს ზამთარში დატოვებენ? - ვენგერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა


სანჩესი და ოზილი არსენალს ზამთარში დატოვებენ? - ვენგერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა იანვარში ალექსის სანჩესისა და მესუთ ოზილის გაყიდვა არ გამორიცხა.

მოგეხსენებათ, ჩილელსა და გერმანელს მოქმედი კონტრაქტების ვადა მომავალ ზაფხულს ეწურებათ.

"ოზილის აგენტთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს BBC.

"ახალ კონტრაქტზე ჯერ კიდევ არ შევთანხმებულვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წასვლა უნდა. ისიც და სანჩესიც არსებული მდგომარეობით კმაყოფილები არიან".

"ვიმედოვნებ, შევთანხმდებით, თუმცა მეტს ვერაფერს გეტყვით".

"რა თქმა უნდა, ნებისმიერი კლუბი, რომელიც ასეთ სიტუაციაშია, ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს. დიახ, შეიძლება იანვარში ორივე გავყიდოთ", - დასძინა ფრანგმა სპეციალისტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები