დინი: "საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დინი: "საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია"


დინი:
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი, ლუკას დინი, მიიჩნევს, რომ ამ ფორმაციის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

"ჩვენ ამ შემადგენლობით მსოფლიო თასის მოგება თავისუფლად შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ასეც უნდა ვიფიქროთ. ჩვენ დიდი ამბიცია და უდიდესი პოტენციალი გაგვაჩნია, მაგრამ კიდევ ბევრი კარგი ნაკრებია, რომელსაც მუნდიალის მოგება შეუძლია. სწორედ ამიტომ, საფრანგეთს ფავორიტად არ მივიჩნევ.

ჩვენ უფრო სრულყოფილად უნდა ვითამაშოთ და რუსეთში საკუთარი მაქსიმუმი გამოვავლინოთ. საფრანგეთის ნაკრები ტურნირზე პირდაპირ მოხვდა, რაც სიხარულის გრძნობას გვანიჭებს.

საკუთარ თავს ოცნების უფლება უნდა მივცეთ, მაგრამ მთავარი მუშაობაა", - განაცხადა ლუკას დინმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
საფრანგეთის ნაკრები ლუკას დინი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები