აგენტი: "მილინკოვიჩ-სავიჩი ლაციოში ბედნიერია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აგენტი: "მილინკოვიჩ-სავიჩი ლაციოში ბედნიერია"


აგენტი:
რომის "ლაციოს" ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის, აგენტი პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

"სერგეი გამორჩეული ტალანტის მქონე მოთამაშეა. მას აქვს ძალა, სისწრაფე და ტექნიკა. "ლაციო" და სიმონე ინძაგი კი მისი ნიჭის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებენ.

ტურინის "იუვენტუსი"? სერგეი ახლა "ლაციოში" ბედნიერია და კონტრაქტიც არც ისე დიდი ხნის წინ გაახანგრძლივა", - განაცხადა წარსულში ცნობილმა სერბმა ფეხბურთელმა, მატიე კეჟმანმა.

22 წლის სერბმა მოთამაშემ ამ ზაფხულს არაერთი ტოპ-კლუბის ინტერესი დაიმსახურა და მათ შორის იტალიის ზედიზედ ექვსგზის ჩემპიონი "იუვენტუსიცაა."
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციო სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები