მერტენსი: "მარადონასთან ახლოსაც ვერ მივალ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მერტენსი: "მარადონასთან ახლოსაც ვერ მივალ"


მერტენსი:
"ნაპოლის" ბელგიელმა თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა, განაცხადა, რომ მისი დიეგო მარადონასთან შედარება ცოტათი ზედმეტია.

"მარადონა ნამდვილი ლეგენდაა. შესაძლოა თქვენ ერთმანეთს გოლები შეადაროთ, მაგრამ არა ფეხბურთელები!

ეს ჩემთვის სასიამოვნოა, მაგრამ დიეგოს დიდ პატივს ვცემ. ის ლეგენდაა, რომელმაც ბურთთან ერთად ისტორია დაწერა, მე მის დონესთან ახლოსაც არ ვარ.

მე დრისი ვარ, მიწაზე მყარად ვდგავარ და მინდა, რომ მხოლოდ გუნდს დავეხმარო", - აღნიშნა 30 წლის შემტევმა.

მერტენსმა მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო, 11 თამაშში 9 გოლი გაიტანა, 5 ასისტი გააკეთა და ძალიან ლამაზად თამაშობს.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები