კაპელომ შესაძლოა იტალიის ნაკრები ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაპელომ შესაძლოა იტალიის ნაკრები ჩაიბაროს


კაპელომ შესაძლოა იტალიის ნაკრები ჩაიბაროს
გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ, შესაძლოა იტალიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს.

ცნობილი იტალიური გამოცემა "Corriere dello Sport" იტყობინება, რომ კაპელო უახლოეს მომავალში ჩინურ კლუბ "ცზიან სუნინს" დატოვებს და სამშობლოში დაბრუნდება.

იტალიური ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეროვნული გუნდის თამაშით ბოლომდე კმაყოფილი ვერ დარჩა და მზად არის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯამპიერო ვენტურა გაათავისუფლოს.

ფაბიო კაპელო ჩინეთში 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობს და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მისი კლუბი ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ მე-13 ადგილს იკავებს.

71 წლის იტალიელი თავის დროზე "მილანის", მადრიდის "რეალის", ტურინის "იუვენტუსისა" და "რომას" თავკაცი იყო, სანაკრებო დონეზე მხოლოდ ორჯერ აქვს ნამუშევარი - 2008-2012 წლებში ის ინგლისის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში, მომდევნო სამი წელი კი რუსეთის ნაკრებს თავკაცობდა, მაგრამ დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები