კალინიჩმა შესაძლოა დერბი გამოტოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კალინიჩმა შესაძლოა დერბი გამოტოვოს


კალინიჩმა შესაძლოა დერბი გამოტოვოს
"მილანის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ნიკოლა კალინიჩმა, შესაძლოა "ინტერთან" მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს.

29 წლის ხორვატი ეროვნული ნაკრების ბანაკიდან ტრავმირებული დაბრუნდა და "როსონერის" ბოლო ვარჯიში გამოტოვა.

ნიკოლას თამაში დერბი დელა მადონინაში, რომელიც 15 ოქტომბერს, კვირას, გაიმართება სერიოზული ეჭვის ქვეშაა. მას ანდრე სილვა ან პატრიკ კუტრონე შეცვლის.

ნიკოლა კალინიჩმა, რომელიც "მილანს" ამ ზაფხულს შეუერთდა, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 თამაშში 2 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ნიკოლა კალინიჩი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები