ბენფიკა ფრაიბურგის მცველით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენფიკა ფრაიბურგის მცველით დაინტერესდა


ბენფიკა ფრაიბურგის მცველით დაინტერესდა
"ფრაიბურგის" ცენტრალური მცველი, მარკ ოლივერ კემპფი, ლისაბონის "ბენფიკას" ინტერესის ქვეშ მოექცა.

პორტუგალიური გამოცემა "A Bola" იტყობინება, რომ "არწივები" ახალი ცენტრალური მცველის ძიებაში არიან და ერთ-ერთ ალტერნატივად 22 წლის გერმანელს განიხილავენ.

ოლივერ კემპფი ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონია, რომელიც "ფრაიბურგის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მცველად ითვლება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები