სოკრატისი ბორუსიას სპორტული დირექტორით აღფრთოვანებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სოკრატისი ბორუსიას სპორტული დირექტორით აღფრთოვანებულია


სოკრატისი ბორუსიას სპორტული დირექტორით აღფრთოვანებულია
დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური მცველი, სოკრატის პაპასტატოპულოსი, კლუბის სპორტული დირექტორის, მიხაელ ცორკის, მუშაობას აფასებს.

"არ არსებობს საკითხი, რომლის გადაჭრაც მას არ შეუძლია და ცორკში სწორედ ეს მომწონს. მას შეუძლია, რომ ნებისმიერ სიტუაციას გაუმკლავდეს და ყველაფერს რაციონალურად მიუდგეს", - აღნიშნა ბერძენმა მცველმა.

55 წლის გერმანელი დორტმუნდის "ბორუსიას" ნამდვილი ლეგენდაა, რომელმაც მთელი კარიერა ამ კლუბში გაატარა და 463 თამაშში 131 გოლის გატანა მოახერხა.

ცორკმა საფეხბურთო კარიერა 1998 წელს დაასრულა და იმავე წელს კლუბის სპორტული დირექტორი გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები