ჰაინკესმა მიულერი გაამხნევა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაინკესმა მიულერი გაამხნევა


ჰაინკესმა მიულერი გაამხნევა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, გუნდის შემტევი ნახევარმცველი, თომას მიულერი, გაამხნევა და ბრძოლისაკენ მოუწოდა.

"მნიშვნელოვანია, რომ მიულერმა ყველა იმ ელემენტზე იმუშავოს, რომელიც მას სჭირდება. მე მის კომბინაციურ თამაშზე მეტოქის საჯარიმოსთან და გოლების გატანის უნარზე ვსაუბრობ.

ეს ყველაფერი ახლა თომასის თამაშში თითქოს გამქრალია, მაგრამ თუ ის მზად იქნება, რომ მსხვერპლი გაიღოს და ბოლომდე დაიხარჯოს, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება.

ადამიანს, რომელსაც მოტივაცია გააჩნია, ყოველთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია", - განაცხადა 72 წლის გერმანელმა.

28 წლის გერმანელი ახლა არც ისე კარგ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 თამაშში მხოლოდ 1 ბურთი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები