ორბანი: "ბორუსია გერმანიაში საუკეთესო გუნდია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ორბანი: "ბორუსია გერმანიაში საუკეთესო გუნდია"


ორბანი:
"ლაიფციგის" კაპიტანი და ცენტრალური მცველი, ვილი ორბანი, მიიჩნევს, რომ დღესდღეობით ბუნდესლიგის საუკეთსო გუნდი დორტმუნდის "ბორუსიაა."

"დორტმუნდის "ბორუსია" ამ მომენტისთვის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდია და მაღალი დონის მატჩს ველოდებით.

პირველ რიგში, მოახლოვებულ თამაშს პოზიტიურად ვუყურებ, ვინაიდან ჩვენ ფიზიკურად კარგ კონდინციებში ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს საკმარისი არ არის.

"ბორუსიას" საკმაოდ ტექნიკური, ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც სწრაფ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ ჩვენ საოცარი მონდომება გვჭირდება", - განაცხადა 24 წლის გერმანელმა.

7 ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატს დორტმუნდელები 19 ქულით ლიდერობენ, შემდეგ კი 14-14 ქულით მიუნხენის "ბაიერნი" და "ჰოფენჰაიმი" მოდიან.

"ლაიფციგს" კი მეოთხე ადგილზე 13 ქულა აქვს და შაბათს, 14 ოქტომბერს, სტუმრად სწორედ "ბორუსიას" დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები