არანგისი ვოლფსბურგის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არანგისი ვოლფსბურგის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს


არანგისი ვოლფსბურგის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
ლევერკუზენის "ბაიერს" გერმანიის ჩემპიონატის მერვე ტურში, შინ "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, საყრდენი ნახევარმცველი ჩარლზ არანგისი დააკლდება.

"ჩარლზი ნამდვილად ვერ ითამაშებს, მაგრამ სტადიონზე იქნება, რათა გუნდს მორალურად დაეხმაროს და ბიჭები გაამხნევოს", - განაცხადა "ფარმაცეპტების" თავკაცმა, ჰაიკო ჰერლიხმა.

არანგისმა დაზიანება ჩილეს ნაკრების ბანაკში, ბრაზილიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში, მიიღო და მოედანი შესვენებაზევე დატოვა.

28 წლის სამხრეთ ამერიკელმა მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები