ჰაინკესმა რობენი კრუიფის და ვან ბასტენის გვერდით დააყენა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაინკესმა რობენი კრუიფის და ვან ბასტენის გვერდით დააყენა


ჰაინკესმა რობენი კრუიფის და ვან ბასტენის გვერდით დააყენა
მიუნხენური კლუბის ლეგენდარული თავკაცი, იუპ ჰაინკესი, არიენ რობენის სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.

"ჰოლანდიას ისტორიაში დიდებული მოთამაშეები ჰყოლია - კრუიფი, ვან ბასტენი, გულიტი და რაიკარდი. ვფიქრობ, რომ არიენიც ამ სიაში უნდა შევიყვანოთ.

ის ჰოლანდიის ეროვნული გუნდის რიგებში უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძვირფასი მოთამაშე იყო.

რობენი ნამდვილი პროფესიონალია - ასეთს იშვიათად შეხვდებით. აგრეთვე, აქვს საოცარი თავდაჯერებულობა, რაც ასევე ცოტა მოთამაშეს ახასიათებს.

ასაკი? ეს არიენისთვის არც ისე მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, მას ამ სეზონისა და კიდევ ერთი სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარება თავისუფლად შეუძლია", - განაცხადა 72 წლის გერმანელმა.

არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა 33 წლის ასაკში რამდენიმე დღის წინ დაასრულა - მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები