ცორკი: "ფილიპს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცორკი: "ფილიპს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა შეუძლია"


ცორკი:
დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი, მიიჩნევს, რომ მაქსიმილიან ფილიპს რუსეთის მუნდიალზე თამაში შეუძლია.

"თუ ის ასე თამაშს გააგრძელებს, მაშინ გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატი აუცილებლად იქნება", - აღნიშნა ცორკმა.

23 წლის ნიჭიერი გერმანელი ვინგერი "ბორუსიამ" ამ ზაფხულს "ფრაიბურგიდან" დაიმატა და ფილიპი "ყვითლებს" იდეალურად მოერგო. მაქსიმილიანმა ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 10 თამაშში 4 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფილიპს ჯერ გერმანიის ნაკრების მაისურით არცერთი თამაში არ ჩაუტარებია, რადგან "ბუნდესნაკრებში" კონკურენცია საკმაოდ მაღალია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები