მარტინესი: "ხამესს ყველანი ვეხმარებით და მისი გვჯერა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარტინესი: "ხამესს ყველანი ვეხმარებით და მისი გვჯერა"


მარტინესი:
მიუნხენის "ბაიერნის" უკანა ხაზელმა, ხავი მარტინესმა, ხამეს როდრიგესზე ისაუბრა და 26 წლის კოლუმბიელი გაამხნევა.

"რა თქმა უნდა, ხამესს ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა, რადგან კარლო დიდებული მწვრთნელი და პიროვნებაა.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი პროფესიონალები ვართ და წინ უნდა ვიყუროთ. ვფიქრობ, ეს ხამესმაც კარგად იცის.

ჩვენ მას ვეხმარებით და ვიცით, რომ დიდებული მოთამაშეა, რომელიც "ბაიერნის" მაისურით თავის სიტყვას იტყვის. დარწმუნებული ვარ, როდრიგესი სანაკრებო პაუზიდან კარგ ფორმაში დაბრუნდება", - აღნიშნა 29 წლის ესპანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები