ვერდერი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერდერი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია


ვერდერი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია
ბრემენის "ვერდერის" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექსანდრ ნურის შემცვლელს ეძებს.

ბრემენელებმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი ძალიან სუსტად დაიწყეს - 7 ტურში არცერთი მოგება, მხოლოდ 3 გატანილი ბურთი, 4 მოპოვებული ქულა და ბოლოსწინა ადგილი.

თუ "ვერდერი" ამ უქმეებზეც, შინ მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ, ვერ მიაღწევს წარმატებას, მაშინ ნურის საკუთარი ადგილის დათმობა მოუწევს.

გერმანულ პრესაში კი "ვერდერის" ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატების ვინაობა გახდა ცნობილი - ბრემენული კლუბი ბრუნო ლაბადიასა და მიხაელ ფრონჩეკს აკვირდება, რომლებიც ახლა თავისუფალი არიან.

გარდა ამისა, გაიჟღერა თომას შააფის გვარმაც, რომელიც "ვერდერის" ცოცხალი ლეგენდა და ყოფილი დამრიგებელია.
ასევე იხილეთ თემაზე:
ვერდერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები