ლევანდოვსკი: "ჰაინკესის ვარჯიშები უფრო ინტენსიურია, ვიდრე ანჩელოტის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკი: "ჰაინკესის ვარჯიშები უფრო ინტენსიურია, ვიდრე ანჩელოტის"


ლევანდოვსკი:
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, განაცხადა, რომ იუპ ჰაინკესი გუნდს უფრო ინტენსიურად ავარჯიშებს, ვიდრე კარლო ანჩელოტი.

"თუ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ ერთ ან ორ ვარჯიშს იმ ვარჯიშებს შევადარებთ, რომლებიც აქამდე გვქონდა, შემიძლია ვთქვა, რომ ახლა უფრო ინტენსიურად ვირჯებით.

თუმცა მხოლოდ ამ დღეებით რამის თქმა შეუძლებელია, უფრო ვრცლად ორი-სამი თვის შემდეგ ვისაუბრებ", - განაცხადა 29 წლის პოლონელმა ფორვარდმა.

58 წლის იტალიელი სპეციალისტი სწორედ 72 წლის ჰაინკესმა შეცვალა, რომელმაც კარიერა სწორედ "ბაიერნის" გამო განაახლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები