წლის კურიოზი პირდაპირ ეთერში: "კობიაშვილი ბარსელონას ლიდერი და ევროპის ჩემპიონი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

წლის კურიოზი პირდაპირ ეთერში: "კობიაშვილი ბარსელონას ლიდერი და ევროპის ჩემპიონი იყო"


წლის კურიოზი პირდაპირ ეთერში:
"TV Pirvel-ში" დებატების დროს, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლევან კობიაშვილის საფეხბურთო კარიერა გაიხსენა.

მისი თქმით, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, "ბარსელონას" ლიდერი და ევროპის ჩემპიონი იყო.

შეგახსენებთ, რომ კობიაშვილს ესპანეთში საერთოდ არ უთამაშია და მისი კარიერა ძირითადად "შალკეს" უკავშირდება.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონობას, საქართველოს ნაკრების ევრო პირველობაზე თამაში კვლავ გულშემატკივრის ოცნებაა, არათუ ჩემპიონობა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები