ემერი: "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნეიმარმა ოქროს ბურთი მოიგოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერი: "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნეიმარმა ოქროს ბურთი მოიგოს"


ემერი:
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა იუნაი ემერიმ ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა.

"ნეიმარი მრავალმხრივი მოთამაშეა და ვფიქრობ ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ოქროს ბურთის მფლობელი გახდეს.

გუნდი მაქსიმალურად დაეხმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნეიმარს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ერგოს.

თანამედროვე ფეხბურთში, ძალიან ბევრი ძლიერი მოთამაშეა. ნეიმარისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატებს შორისაა მოხვედრილი", - აცხადებს ემერი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები