სილვესტრი: "ლუკაკუს კრიშტიანო რონალდუს ისტორიული რეკორდის დამყარება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სილვესტრი: "ლუკაკუს კრიშტიანო რონალდუს ისტორიული რეკორდის დამყარება შეუძლია"


სილვესტრი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ სილვესტრი აცხადებს, რომ ლუკაკუს კრიშტიანო რონალდუს ისტორიული რეკორდის დამყარება შეუძლია.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა "იუნაიტედში" პირველივე სეზონში 31 გოლი გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

"თუ ლუკაკუ რონალდუს რეკორდს დაამყარებს მისთვისაც და გუნდისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, მას ეს ნამდვილად შეუძლია.

ჯერ ოქტომბრის თვეა და სეზონის ბოლომდე კი ძალიან დიდი დროა დარჩენილი", - აცხადებს სილვესტრი.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ბელგიელი თავდამსხმელის ანგარიშზე 7 გოლია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები