მხითარიანი: "ის, რომ ახლა ასეთ დონეზე ვარ, ერთი ადამიანის დამსახურებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მხითარიანი: "ის, რომ ახლა ასეთ დონეზე ვარ, ერთი ადამიანის დამსახურებაა"


მხითარიანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" სომეხმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა "დორტმუნდში" გატარებული წლები გაიხსენა.

"როცა დორტმუნდში ვთამაშობდი, სხვადასხვა გუნდებიდან მქონდა შემოთავაზება, თუმცა კლუბის დატოვება არ მსურდა, რადგან თავს კარგად ვგრძნობდი.

ასევე, ამ გუნდში იურგენ კლოპი მუშაობდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ახლა ასეთ დონეზე ვთამაშობ. კლოპი ბევრ რამეში დამეხმარა და მადლობას ვუხდი ამისთვის", - აცხადებს მხითარიანი.

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს მხითარიანი "მანჩესტერი" და კლოპის "ლივერპული" შეხვდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები