მოიესს შოტლანდიის ნაკრების გაწვრთნა სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოიესს შოტლანდიის ნაკრების გაწვრთნა სურს


მოიესს შოტლანდიის ნაკრების გაწვრთნა სურს
ცნობილ სპეციალისტ დევიდ მოიესს შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციასთან შეხვედრა უნდა, რათა ეროვნული ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა განიხილოს, იუწყება Sky Sports.

მოგეხსენებათ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ გორდონ სტრაკანი შოტლანდიელებმა ნაკრებიდან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენის გამო გაუშვეს.

შეგახსენებთ, მოიესს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ისეთი გუნდები გაუწვრთნია, როგორებიც "პრესტონ ნორტ ენდი", "ევერტონი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "სოსიედადი" და "სანდერლენდი" არიან.

სამწვრთნელო კარიერის გამორჩეული წლები დევიდმა "ევერტონში" გაატარა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები