ძაძამ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე აცილებული პენალტი გაიხსენა: "წყეული პენალტი!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ძაძამ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე აცილებული პენალტი გაიხსენა: "წყეული პენალტი!"


ძაძამ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე აცილებული პენალტი გაიხსენა:
"ვალენსიას" თავდამსხმელმა, სიმონე ძაძამ განაცხადა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში იტალიასა და გერმანიას (1:1, პენალტებში 5:6) შორის გამართულ მატჩში თერთმეტმეტრიანების სერიაში გაცუდებული დარტყმა რთულად გადაიტანა.

მოგეხსენებათ, იტალიელმა ფორვარდმა პენალტი წარუმატებლად შეასრულა, თუმცა უფრო მეტად გულშემატკივრებს თავი მისმა კურიოზულმა გამორბენმა დაამახსოვრა.

"ეს წყეული პენალტი... ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მომენტია, იმის გათვალისწინებით, რაც შემდეგ მოხდა", - ციტირებს ძაძას სიტყვებს Football Italia.

"შეცდომა დავუშვი, არ ვიცოდი, რა რეაგირება უნდა მომეხდინა კრიტიკაზე. ნეგატივს თავი ვერ ავარიდე. თუმცა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა".

"ამ პენალტის დარტყმა არ მითხოვია. საუკეთესო პენალტისტი არ ვარ, თუმცა ნაკრების ვარჯიშებზე არასოდეს გამიფუჭებია. იმ მომენტის გამო რამდენიმე ღამე არ მეძინა", - დასძინა იტალიელმა შემტევმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები