დინი: "საფრანგეთი 2018 წლის მუნდიალის ფავორიტი არ არის, მაგრამ მისი მოგება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დინი: "საფრანგეთი 2018 წლის მუნდიალის ფავორიტი არ არის, მაგრამ მისი მოგება შეუძლია"


დინი:
საფრანგეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" მცველმა, ლუკა დინმა განაცხადა, რომ მის გუნდს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსები აქვს.

მოგეხსენებათ, ფრანგებმა შესარჩევ ეტაპზე თავიანთ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ტურნირის ფინალურ სტადიოაზე გააღწიეს.

"მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია", - ციტირებს დინის სიტყვებს goal.com.

"ამაზე უნდა ვიფიქროთ. ძალიან ამბიციურები ვართ, თუმცა სხვა ძლიერი გუნდებიც არიან, ასე რომ ჩვენს ნაკრებს ფავორიტად არ მივიჩნევ", - დასძინა "ბარსას" ფლანგის მცველმა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები