რომას ნახევარმცველი: "ნაპოლი იუვენტუსზე ძლიერია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომას ნახევარმცველი: "ნაპოლი იუვენტუსზე ძლიერია"


რომას ნახევარმცველი:
"რომას" ნახევარმცველმა, დიეგო პეროტიმ იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით "ნაპოლისთან" გასამართი მატჩის წინ აღნიშნა, რომ ნეაპოლელები კარგ ფორმაში არიან.

არგენტინელის აზრით, "ნაპოლი" "იუვენტუსზე" უკეთ თამაშობს.

"დღესდღეობით, მივიჩნევ, რომ "ნაპოლი" "იუვენტუსზე" ძლიერია", - ციტირებს პეროტის სიტყვებს Football Italia.

"ყოველ შემთხვევაში, თამაშის სტილით. ამჟამად კარგები არიან, თუმცა რომში ვეცდებით ნეაპოლელების გაჩერებას".

"გასულ სეზონში მათ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. ვიმედოვნებ, ახლა ყველაფერი პირიქით იქნება", - დასძინა "მგლების" შუახაზელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები