ატლეტიკოს პრეზიდენტი ბარსელონასთან მატჩის წინ: "ვფიქრობ, ჩვენს ქომაგებს ყველაფერი ესმით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკოს პრეზიდენტი ბარსელონასთან მატჩის წინ: "ვფიქრობ, ჩვენს ქომაგებს ყველაფერი ესმით"


ატლეტიკოს პრეზიდენტი ბარსელონასთან მატჩის წინ:
"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურის ეგიდით "ბარსელონასთან" გასამართი შეხვედრის წინ განცხადება გააკეთა.

"როხიბლანკოს" ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პოლიტიკისა და სპორტის ერთმანეთში შერევა არ შეიძლება.

გარდა ამისა, სერესომ დაამატა, რომ მადრიდში კატალონიური კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუც ჩადის.

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ხოსეპ ბართომეუ მადრიდში ჩამოდის", - ციტირებს სერესოს სიტყვებს Marca.

"ტრადიციული ოფიციალური ვახშამია დაგეგმილი. ვფიქრობ, ჩვენს გულშემატკივრებს ესმით, რომ პოლიტიკა ერთია, საფეხბურთო მატჩი კი - სულ სხვა".

შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს, კატალონიაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. არჩევნებში მიღებულ პირთა 90%-ზე მეტმა ესპანეთისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი.

ამ ყველაფრის შემდეგ გაჩნდა კითხვა, სად ითამაშებს "ბარსელონა", თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები