ბილიჩი: "ჰარტს ინგლისის ნაკრებში არ აფასებენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბილიჩი: "ჰარტს ინგლისის ნაკრებში არ აფასებენ"


ბილიჩი:
"ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა გუნდის მეკარეს, ჯო ჰარტს მხარი დაუჭირა.

"ჩაქუჩების" თავკაცის თქმით, გოლკიპერს, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ეკუთვნის, არასამართლიანად აკრიტიკებენ.

"ვფიქრობ, მას არ აფასებენ", - ციტირებს ბილიჩის სიტყვებს Sky Sports.

"ინგლისსა და სლოვენიას შორის გამართულ მატჩს ვუყურე, მატჩის საუკეთესო სწორედ ის იყო".

"ჰარტი შესანიშნავად მუშაობს, პროფესიონალია და პროფესიონალად ნებისმიერ პირობებში დარჩება. ეს მეკარე ყოველთვის გუნდის ინტერესების დამცველია", - დასძინა სლავენმა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები