გვარდიოლას იდეალური მეკარე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლას იდეალური მეკარე


გვარდიოლას იდეალური მეკარე
გვარდიოლას სადებიუტო სეზონმა ინგლისში აჩვენა, რომ ესპანელმა სრულფასოვნად ვერ დააფასა პრემიერლიგა. ყველაზე მეტად პეპი მეკარის არჩევაში შეცდა. რაღაცაში გვარდიოლა მართალი აღმოჩნდა, ბრავო მართლაც თამაშობს ფეხებით ჰარტზე უკეთესად და იგი უფრო მორგებულია ესპანელის ტაქტიკურ მოდელს, თუმცა ამით ჩილელი კიპერის უპირატესობებზე საუბარი დამთავრებულია. კლაუდიომ ჩააგდო გასული სეზონი, რადგან ვერ გაუმკლავდა თავის პირდაპირ მოვალეობას, სეივების გაკეთებას. მოწინააღმდეგეებმა 59-ჯერ დაურტყეს ბრავოს, მან კი მხოლოდ 33-ჯერ მოიგერია ბურთი, სტატისტიკურად, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია პრემიერლიგაში.

გვარდიოლას იდეალური მეკარე

მეკარის წარუმატებელი თამაში არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გაუმართლათ შარშან "ქალაქელებს". დაცვის ხარისხით "სიტი" ჩემპიონატის მეორე გუნდი იყო, თუმცა "ჩელსიზე", "ტოტენჰემზე" და "მანჩესტერზე" მეტი ბურთი გაუშვა. კურტუამ, ლორისმა და დე ხეამ ჩვეულად მაღალი დონის სეზონი ჩაატარეს.

ახალი სეზონისთვის გვარდიოლა გაერკვია პრემიერლიგის მოთხოვნებში და იყიდა მეკარე, რომელიც თანაბრად კარგად თამაშობს ფეხებით და ხელებითაც. მან არჩევანი ედერსონზე შეაჩერა, კიპერზე, რომელიც პეპს ჯერ კიდევ "ბაიერნში" მუშაობის დროს ჩარჩა გულში.

როდესაც მიუნხენში ვმუშაობდი, "ბენფიკასთან" თამაში მოგვიწია. ედერსონი "არწივების" რიგებს იცავდა და როდესაც მისი გაანალიზება დავიწყეთ, მივხვდით, რომ ბრაზილიელს ძალიან კარგად გამოჰქონდა ბურთი საჯარიმოდან. ედერსონის გადაცემები იმდენად ზუსტი იყო, რომ ის არასდროს ტოვებდა თანაგუნდელს თამაშგარეში.

გვარდიოლას იდეალური მეკარე

ოქტომბრის დასაწყისში ედერსონმა "სელესაოს" თავკაცი ტიტეც გააოცა. 24-წლის კიპერმა ზუსტი გადაცემა გააკეთა გაბრიელ ჟესუსზე, რომელიც მეკარესთან ერთი ერთზე გავიდოდა რომ არა ბურთის ცუდი დამუშავება. ბრაზილიელ თავკაცს იმდენად მოეწონა "სიტის" მეკარის ბურთაობა, რომ სადებიუტო მატჩის შემდეგვე გამოაცხადა ის ნაკრების ნომერ პირველ კარის დარაჯად.

ზუსტი ლონგბოლები ედერსონის ერთადერთი კოზირი ნამდვილად არ არის. პირველ რიგში ბრაზილიელი უშეცდომოთ თამაშობს სტანდარტების დროს და პერიოდულად აკეთებს მაღალი დონის სეივებს. ამ მხრივ იგი ბრავოზე გაცილებით ეფექტურია. 13 დარტყმიდან ედერსონმა 11 ბურთი მოიგერია, პროცენტულად ეს რიცხვი 84.6 არის, ჩილელის უმაღლესი მაჩვენებელი კი 33% იყო.

ამის გარდა, ბრაზილიელი ზუსტად თამაშობს კარებიდან გამოსვლის დროსაც. ედერსონი კარგად აზღვევს "სიტის" დაცვას, რომელიც ტრადიციულად მაღლა არის განლაგებული. იგი თამაშის წაკითხვას თავდაჯერებულად და გაბედულად ახერხებს, სადიო მანესთან შეჯახების შედეგად ბრაზილიელს 8 ნაკერი დაადეს.





ჩვენი დაცვა სხვებთან შედარებით ძალიან მაღლა არის განლაგებული. მეკარემ საჯარიმო ხასზე თამაში უნდა იცოდეს, რათა რთულ დროს შეძლოს მცველების დაზღვევა. ედერსონი მოწინააღმდეგეს ზაფხულში "ტოტენჰემთან" ამხანაგური მატჩის დროსაც შეეჯახა. ეს ნორმალურია, როდესაც კარებიდან გამოდიხარ. მეორე საკითხია თუ რამდენად ეფექტურია ეს გამოსვლები, ედერსონს ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვს. მცველებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ კარში ისეთი მოთამაშე დგას, რომელიც ყოველთვის შეძლებს მათ დამხარებას. ბრაზილიელი ძალიან გაბედული კიპერია", - საუბრობს გვარდიოლა

მოედნის ხედვა სრულყოფილად ასრულებს ედერსონის ტაქტიკურ პორტრეტს. ბრაზილიელი მოქნილად იწყებს "სიტის" კონტრ-შეტევებს, რაც სანესა და სტერლინგისნაირ ვინგერებს ძალიან უმარტივებს საქმეს. "შახტართან" და "ჩელსისთან" მატჩის დროს ნათლად გამოჩნდა თუ რამხელა ძალა იყო ედერსონი შეტევის დაწყების დროს. ბრაზილიელმა სანეზე გააკეთა გადაცემა, რომელმაც შემდეგ პენალტი გამოიმუშავა. სტერლინგზე გადაცემის დროს კი ინგლისელს მხოლოდ რამდენიმეჯერ დასჭირდა ბურთთან შეხება იმისთვის, რომ შემდეგ საჯარიმოში გაეკეტებინა ჩაწოდება.

გვარდიოლას იდეალური მეკარე

ბრავოს ჩაგდებული სეზონის შემდეგ, "ნიუკალისა" და "ვესტ ჰემის" ყოფილმა კიპერმა შაკა ჰისლოპმა განაცხადა, რომ მაღალი დონის მეკარის გარეშე პრემიერლიგის მოგება არის შეუძლებელი. ამ კომენტარით მან ხაზი გაუსვა "სიტის" საჩემპიონო შანსებს, რომელსაც ჰაერივით სჭირდებოდა საიმედო კარის დარაჯი. რა თქმა უნდა ჯერ მთელი სეზონი წინ არის, თუმცა ედერსონის პოტენციალი უკვე ჩანს, ბრაზილიელის სიძლიერესთან ერთად კი ნელ-ნელა იკვეთება "ქალაქელთა" საჩემპიონო ამბიციებიც.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები