დრაქსლერის მომავალი გუნდი გარკვეულია? - გერმანელი საინტერესო ფოტოს აქვეყნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დრაქსლერის მომავალი გუნდი გარკვეულია? - გერმანელი საინტერესო ფოტოს აქვეყნებს


დრაქსლერის მომავალი გუნდი გარკვეულია? - გერმანელი საინტერესო ფოტოს აქვეყნებს
"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, იულიან დრაქსლერმა სოციალურ ქსელში ლონდონის "არსენალის" მაისურის ფოტო გამოაქვეყნა, კონკრეტულად კი - სეად კოლაშინაცის.

მოგეხსენებათ, გერმანელი ჰავბეკი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ლონდონურ კლუბში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა პარიზში დარჩენა გადაწყვიტა.

"პსჟ" მზადაა დრაქსლერი უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდოს, რათა ფინანსურ ფეირ პლეისთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვაროს.

პოტენციური ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონ ევროდ ფასდება.

მიმდინარე სეზონში იულიანმა საფრანგეთის ჩემპიონატში შვიდი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ცნობისთვის, დრაქსლერი და კოლაშინაცი ერთმანეთს კარგად იცნობენ. ორივე ფეხბურთელი გასულ წლებში "შალკეს" ღირსებას იცავდა.

იხილეთ ფოტო


დრაქსლერის მომავალი გუნდი გარკვეულია? - გერმანელი საინტერესო ფოტოს აქვეყნებს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები